1930-იან წლებში საზაფხულო სათავსები აღებული იქნა.სულ მალე მარჯანიშვილის ქუჩის დასაწყისში, იმ დროისთვის დამახასიათებელ სტილში, აშენდა „წიგნის სასახლე“ (არქიტექტორები – ნ. ბარათაშვილი, გ. მიქაელიანი). ამ შენობამ და მიმდებარე განაშენიანებამ ხელი შეუწყო მარჯანიშვილის ქუჩის დასაწყისის არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებას, ხოლო თავად ქუჩა, მტკვრით გაყოფილი ქალაქის ორივე ნაწილის დამაკვშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალი გახდა.